ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ბრიუსელში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, სამიტზე მისაწვევად უგზავნის.
როგორც მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
"2022 წლის 24 თებერვალი გარდამტეხი იყო ევროპის ისტორიაში. ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ არაერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად და პარალელურად ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ცხრამეტი თვის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე. ისინი საჭიროებენ ჩვენს კოლექტიურ ძალას და მონდომებას და სითამამეს სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის მიმართ და ვიყოთ საიმედო და ძლიერი პარტნიორი. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მუდმივი და მდგრადი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და, კერძოდ, მივაღწიოთ შეთანხმებას მისი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.
ჩვენ ასევე უნდა დავთანხმდეთ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, რითიც მას აუცილებელი სიგნალი მივცეთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ იგი ჩვენს ევროპულ ოჯახთან.
ჩვენ ასევე უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის. ამავე დროს, ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კავშირი იყოს მზად მომავლისთვის და ახალი წევრების მისაღებად...
მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწრაფად განხორციელდეს კავშირის მიზნები თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის შესახებ. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ თავდაცვის შიდა ბაზრის შექმნაზე, რაც გადამწყვეტია ამ სფეროში ჩვენი კავშირის გასაძლიერებლად", - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press