ნორვეგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს იონას ჰარ სტერეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ შტერემ განაცხადა, ნორვეგია უკრაინას თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროების გაძლიერებისა და რეკონსტრუქციისთვის, დამატებით ხუთწლიანი დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც დაახლოებით 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიას და პირადად მთავრობის მეთაურს, უკრაინის მხარდაჭერის გლობალური ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
"2023 წელს 1 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ უკრაინას. ჩვენ ვზრდით ჩვენს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას თითქმის $800 მილიონით. გარდა ამისა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2024 წლის პირველი თვეებიდან ჩვენ პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას გავუწევთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს, რათა არ მოხდეს შეფერხება უკრაინელი ხალხის დახმარებაში“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში დღეს, 13 დეკემბერს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press