ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის,
"იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. რამეთუ, ამ დღეებში მათი გადაწყვეტილებები უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ რამე დავუთმოთ რუსეთს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press