თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების მიღება და მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გადაცემა.
"მე მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურეს, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს გადავუგზავნო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press