Foto

ბორელი - საქართველო კარგად მუშაობს, წარმატებას მიაღწია და სწორი მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს

ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება, საქართველო კარგად მუშაობს, წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირს სჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა 27-ზე მეტი წევრის პირობებში უკეთესად იმუშაოს.

„ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები“, - განაცხადა ბორელმა.