ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ 14-15 დეკემბრის სამიტის წინ მიიღო.
ევროკომისიის ცნობით, ამგვარად უნგრეთს შეუძლია, ქვეყნის განვითარებისთვის 10,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს.
ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი იყო და აღნიშნავენ, რომ გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით არ მომხდარა.
მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს შეუძლია მოხსნას უკრაინის სახსრებზე ვეტო, თუ ევროკავშირი მთელ გაყინულ თანხებს განბლოკავს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press