უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტუსკთან საუბრისას ევროპული საბჭოს სამომავლო გადაწყვეტილებები განიხილა.
"ოსლოში ყოფნისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩემს მეგობარს დანიშვნა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავის დაწყება მივულოცე. ევროპული საბჭოს სხდომის წინა დღეს, ჩვენ მისი სამომავლო გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რაც მთელი ევროპული საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. მე გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინე. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ - უკრაინა და პოლონეთი
დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ურთიერთობებში არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის ორმხრივად მომგებიანი გზით მოგვარებას შევძლებთ", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press