Foto

უარი არ განმიცხადებია - კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

უარი არ განმიცხადებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 

"უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. მან პირველმა თქვა: "მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი". ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.