ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - მერე ვერ დავიცავთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი "უპრინციპოებისა და უთავმოყვარეო ხელმოცარულების მხარეს გადავიდა".
"ახლა თუ იცვლის პოზიციას, არ მიკვირს იმიტომ, რომ გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, წინადადება წინადადება არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა - პუფები, ხელმოცარულები - ზოგი ერთამენეთს აგინებდა, სამარცხვინო იყო.
პრეზიდენტი შემჩნეულია უკვე, დიდი ხანია იხრებოდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ის აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში - ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ",- ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press