ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე,- ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ევროპული საბჭოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც რუტემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსენსუსის მისაღწევად "აქტიურად იმუშავებენ".
"აქტიურად ვიმუშავებ და ჩემი კოლეგებიც აქტიურად მუშაობენ, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემაზე, რადგან ორივე საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
აქამდე ჩვენ ყოველთვის შევძელით, მიგვეღწია ერთსულოვანი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც. ვიმედოვნებ, ამას ახლაც შევძლებთ“,- თქვა რუტემ.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press