Foto

ხაბეიშვილი - ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, გაათავისულოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მათ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაუჭერიათ და აქვე ის მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ გადაწყვეტილება არა პირადი შეხედულებით, არამედ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მიიღოს.

"სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.