ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერი-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
როგორც ფიცო აღნიშნავს, სლოვაკეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერიას არარ განაახლებს, თუმცა გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას.
„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას გადავცეთ გარკვეული აღჭურვილობა განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკის სფეროში, ბუნებრივი აირით. ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. არაფერს გავაგზავნით უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს არმიის მარაგიდან.
ღიად განვაცხადე, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამოსავალი არსებობს. რეალურად, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივის დანაკლისი გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ ნატოს მხრიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ომი კიდევ ათი წელი გაგრძელდება უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი იქნება ასობით ათასი მსხვერპლი კონფლიქტის ორივე მხარეს. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო გამოსავალს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press