ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ფიდანმა აღნიშნა, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ნორმალიზდება, ეს თურქეთის სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გამოიწვევს.
„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველა მხარემ უნდა იბრძოლოს მშვიდობისთვის. სამწუხაროდ, სომხური ლობი დასავლეთში ცდილობს გარკვეული ქსელების შექმნას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. უკეთესი იქნება, თუ ეს ქვეყნები იმუშავებენ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ასევე, ძალიან ვაფასებთ ბოლო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასა და სტაბილურობასთან რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press