მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველო ერთგული რჩება და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას მოუთმენლად ელის.
"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა. მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის ჩვენს გზაზე", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press