Foto

ზელენსკი - ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს - ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

"მიღებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. მეც ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობსითვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.