მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რითაც ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სანდუს თქმით, ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით მოლდოვამ დღეს ახალი ფურცელი გადაშალა
„ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის. ჩვენ მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის, წინ აღუდგეს გამოწვევებს“, – წერს მაია სანდუ.
ცნობსითვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press