ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება... პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა, რომლითაც "ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე".
„ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეებს ცხადია არ დაავიწყდებათ ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ რუსული პარტიის წარმომადგენლებს, თავად პუტინისტებს საქართველოში, გვახსოვს მათი განცხადებები იგივე კობახიძე რომ აცხადებდა, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს, კალაძე ამბობდა თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვაძლევენ, არ გვაინტერესებს.
ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შესაბამისად, დიახ, მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე, არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ და უმადურობა ძალიან ცუდი საქმეა, პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, ცხადია მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება.
ვულოცავ ქართველ ხალხს. საზეიმო ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press