Foto

ორბანი - უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება - თუ საჭირო იქნება, მუხრუჭს დავაჭერთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ორბანი აღნიშნავს, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და საჭიროების შემთხვევაში, უნგრეთი "მუხრუჭს დააჭერს".

"ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოგვიანებით შევაჩეროთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენს მუხრუჭს დავაჭერთ და საბოლოოდ გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“, - განაცხადა ორბანმა.