უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ორბანი აღნიშნავს, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და საჭიროების შემთხვევაში, უნგრეთი "მუხრუჭს დააჭერს".
"ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოგვიანებით შევაჩეროთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენს მუხრუჭს დავაჭერთ და საბოლოოდ გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“, - განაცხადა ორბანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press