ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უნგრეთის მიერ, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტის დაბლოკვას გამოეხმაურა.
როგორც კალასმა აღნიშნა, უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება და სავარაუდოდ, იანვარში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რათა უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმება მიღწეული იქნას.
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. იყო 26-ის ძლიერი ნება ამ მხარდაჭერისთვის და იყო სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. ალბათ, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება - შესაძლოა, იანვარში, ამაზე შეთანხმების მისაღწევად", - განაცხადა კალასმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press