საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ღონისძიებაზე მივიდა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ევროპისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, ვულოცავ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ახლა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press