როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წვლილი საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია.
"როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. 1992 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეუთოში შეიტანა განცხადება გაწევრიანების შესახებ. სწორედ მისმა გატარებულმა პოლიტიკამ დააყენა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მყარად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. და, მე მჯერა, ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ამას აუცილებლად შევძლებთ უკრაინასთან ერთად", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press