Foto

IDF-ის სპიკერი - ღაზაში ოპერაციის დროს ისრაელის არმიამ შეცდომით ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, დაღუპულია სამი მძევალი

ღაზაში ოპერაციის დროს ისრაელის არმიამ შეცდომით ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, დაღუპულია სამი მძევალი, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.​

როგორც ჰაგარი აღნიშნავს, ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი მძევლები იყვნენ.

„ღაზის ჩრდილოეთით ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს მძევლები, რომლებიც თავიდან შეცდომით საფრთხედ შეფასდნენ, სწორედ ამიტომ, სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი ადამიანი. ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი მძევლები იყვნენ“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.