ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მივიღეთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რაზეც მთელი წელი ვმუშაობდით. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მხარეები უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობის დაწყებისთვისაც ემზადებიან, რაც სავარაუდოდ, გაზაფხულზეა დაგეგმილი.
"მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისტორიულად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ევროპული გადაწყვეტილებების მიღებაში",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press