ევროკომისიამ 65 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. არსებული ინფორმაციით, თანხა გამოიყოფა ოთხი ქვეყნის - ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, დახმარება გაწეულია იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ფინანსური ტვირთი აღნიშნულ ქვეყნებში ლტოლვილთა რაოდენობის ზრდის გამო და მისცეს ლტოლვილებს საშუალება, მიიღონ დროებითი საცხოვრებელი, მხარდაჭერა, მომსახურება და დახმარება ევროკავშირის ქვეყნებში.
"გასულ კვირას ევროკომისიამ გადაწყვიტა, გამოეყო 65 მილიონ ევროზე მეტი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად", - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press