Foto

გვინეის დედაქალაქში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ვინეის დედაქალაქ კონაკრიში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 84 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გვინეის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის წარმომავლობა უცნობია და აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაიწყება, რათა დადგინდეს მომხდარის მიზეზი და დადგინდეს ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი.

ამასთან, მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამ მოვლენის გამო, რომლის მასშტაბები და შედეგები შესაძლოა, პირდაპირ აისახოს მოსახლეობაზე", - წერია განცხადებაში.