ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან ირიბ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ 29 სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსის განვითარებას, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება.
როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი უკრაინისადმი მტკიცედ ერთგულია და აგრძელებს მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის.
"ამ მე-12 პაკეტით ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკური ზომების ძლიერ ჩამონათვალს, რომელიც კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებაში და გავაგრძელებთ მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press