ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სპეციალურ სამიტს, სადაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის ბიუჯეტის, მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერებს ჯერ კიდევ სურთ დაარწმუნონ უნგრეთი გადაწყვეტილებაზე ვეტოს მოხსნაში.
"ევროკავშირის სამიტი მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ 1-ელ თებერვალს გაიმართება. უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად, ცოტა მეტი დრო გვჭირდება უნგრეთის დასარწმუნებლად", - განაცხადა მიშელმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press