რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდლებს უფლება მისცა დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პაპი ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, დღეიდან ერთნაირსქესიანი წყვილები რომის კათოლიკე ეკლესიაში მათი ურთიერთობის კურთხევის წესს (და არა ჯვრისწერის საიდუმლოს) მიიღებენ.
ვატიკანი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ "ღმერთი მიესალმება ყველას" და ასევე აღნიშნავენ, რომ დალოცვა არ ნიშნავს და არ აღნიშნავს ერთნაირსქესიან წყვილთა შეკავშირებას ან ამ კავშირის აღიარებას.
ვატიკანი ქორწინებას კვლავ განიხილავს, მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.
ტექსტის გაცნობისას, კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა, ეკლესიის პრეფექტმა, თქვა, რომ მიღებული ახალი დეკლარაცია კვლავ რჩება "ქორწინების შესახებ მტკიცე ეკლესიის ტრადიციულ დოქტრინაზე".
"ადამიანების დალოცვა არ საჭიროებს "მორალურ სრულყოფილებას", - განაცხადა რომის პაპმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press