აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია.
„მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას და მათ მოუწოდა, რომ შეამცირონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press