ჩვენი საერთო მტრები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან და იციან, რომ ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას, -ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გალანტი აღნიშნავს, ისრაელი იბრძვის სასტიკ მტერთან, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება.
"ჩვენ ვიცით ომის სირთულე. ჩვენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. ჩვენი მტრებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press