Foto

ორბანმა ერდოღანს ცხენი აჩუქა, ერდოღანმა კი მას თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა გადასცა

ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჩუქრები გაცვალეს.

ვიქტორ ორბანმა სტუმრად მყოფ ერდოღანს ცხენი სახელად „ნონიუსი“ აჩუქა.

ხოლო ერდოღანმა ვიქტორ ორბანს თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა „ტოგი“ აჩუქა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნგრეთში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.

ერდოღანი ბუდაპეშტში უნგრეთ-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება.