Foto

ჯონ კირბის განცხადებით, თუ კონგრესი არ იმოქმედებს, თეთრ სახლს უკრაინის დასახმარებლად ფინანსები ამოეწურება

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხა ამოეწურება, თუ კონგრესი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნაზე, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.

როგორც კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მიმდინარე თვეში უკრაინის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ, კიევის დაფინანსება შეწყდება.

"როცა ეს გაკეთდება... ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად",- აცხადებს ჯონ კირბი.