ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.
როგორ ფეზერმა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომლაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია.
"ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია.
აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება - უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის. ჩვენ გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარას. მიგრაციის შეთანხმება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გასული სამი წლის განმავლობაში გაიზარდა, მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი",- განაცხადა ნენსი ფეზერმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press