საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდე გაიზარდა.
"საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები.
რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50%-მდეა გაზრდილი",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ "მაგნიტსკის აქტის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. ბორელის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა უერთდებიან. აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო ნახსენები არ არის.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press