Foto

ომი ხანგრძლივი იქნება - ყველას მოვუწოდებ, აიღონ ხელში იარაღი - პროკოპენკო

"აზოვის" ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება. 

პროკოპენკო მოუწოდებს უკრაინელებს, გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდნენ. 

"სასოწარკვეთილების, პანიკის ან აპათიის საუკეთესო წამალი, რომელიც გამოწვეულია ამ ომის ვადებზე ფიქრით, არის აქტიური ჩართვა ისტორიულ პროცესებში, რომელიც ხდება აქ და ახლა. 

არ ვიცით ზუსტი დღე, თვე თუ წელი, როდის გავიმარჯვებთ და შევძლებთ ოჯახებში დაბრუნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენ გვერდით სანდო თანამებრძოლები გვყავს, გულში სამშობლოს სიყვარული, ხელში - იარაღი...

ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული უკრაინის თავდაცვის ძალების სამსახურში, უნდა გააკეთოს შეგნებული არჩევანი - აიღოს იარაღი, შეავსოს სამხედრო რიგები, ან გახდეს საიმედო უკანა დაცვა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად მუშაობს.

ეს ომი ხანგრძლივი იქნება - ის, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად",- წერს პროკოპენკო სოციალურ ქსელში.