Foto

ერდოღანი - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა არ ნიშნავს, რომ ისინი EU-ის წევრები გახდებიან - მათაც შეაყოვნებენ

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების საკითხს შეაყოვნებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდორანმა აღნიშნა, თურქეთმა დიდი ხნის წინ მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების უფლება, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო, "წლების განმავლობაში კართან ალოდინებენ".

"არასწორია, რომ თურქეთს, რომელიც უფრო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ზოგიერთი წევრი ქვეყანა, პოლიტიკური დაბრკოლებების გამო წლების განმავლობაში კართან ალოდინებენ", - განაცხადა ერდოღანმა.