გილოცავთ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, ეს ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
როგორც კოლომინამ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას და განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც ასევე ნატოს მოთხოვნებს ემთხვევა.
„როგორც იცით, ეს ჩემი მეექვსე რეგიონული ვიზიტია 2023 წელს და ამჯერად განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს დაბრუნება. ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე. ეს ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს ქმნის მომენტს, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024-შიც, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა ნაბიჯს, რეფორმებს, რომლის განხორციელებაც დევს ამ ცხრა ნაბიჯში და რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს მოთხოვნებს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press