Foto

სანდუ - რუსეთი წინასაარჩევნო პერიოდში მოლდოვაში დესტაბილიზაციას შეეცდება

რუსეთი გაზაფხულზე, წინასაარჩევნო პერიოდში მოლდოვაში დესტაბილიზაციას შეეცდება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

როგორც სანდუ აღნიშნავს, რისკების შესამცირებლად კონკრეტულ სამინისტროებში მუშაობა უკვე დაიწყო.

"გვჯერა, რომ რუსეთი აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს გააგრძელებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. სამწუხაროდ, ახალი არაფერია. მათ შეიძლება გარკვეული ტაქტიკა შეცვალონ, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან", - განაცხადა სანდუმ.