შობის პერიოდში ისრაელელები და პალესტინელები ტკივილსა და გლოვას განიცდიან, - ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
რომის პაპი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ისრაელისა და პალესტინის ხალხი მარტო არ დატოვონ და მათ გვერდში ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით დაუდგნენ.
"წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება. ჩვენ არ გვინდა მათი მარტო დატოვება. გვერდში დავუდგეთ მათ ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით. ბეთლემის ტანჯვა არის ღია ჭრილობა ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის", - წერს რომის პაპმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press