რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას France-24 ავრცელებს.
როგორც გამოცემა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე CCTV-ზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრისას სი ძინპინმა მიშუსტინს უთხრა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება "სტრატეგიული არჩევანია".
"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ორივე მხარის მიერ გაკეთებული სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ეფუძნება ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს",- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სი ძინპინმა ასევე თქვა, რომ ქვეყნებმა "უწყვეტად უნდა გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კავშირების დადებითი ეფექტი და გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა თუ სხვა სფეროებში".
France-24-ის ცნობით, თავის მხრივ, მიშუსტინმა მის კოლეგასთან, პრემიერ ლი ჩიანგთან დისკუსიის დროს განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "ყველა დროის მაქსიმუმს" მიაღწია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press