მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
"მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო - "რუსული აგენტების" კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press