ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ავრცელებს.
როგორც "ავერსის" განცხადებაშია აღნიშნული, "იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა".
"ვეხმაურებით ფარმაცევტული კომპანიების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) 2023 წლის 19 დეკემბრის განცხადებას.
სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.
როგორც ცნობილია, სამინისტროს რეალურ (online) რეჟიმში სრულად მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე, როგორც იმპორტის და მარაგების დეტალურ მონაცემებზე, ისე საცალო და საბითუმო გაყიდვებსა და გასაყიდ ფასებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა, რომელშიც მოიაზრება შპს "ავერსი-ფარმაც“.
დასახელებული 20 მედიკამენტიდან, შპს "ავერსის-ფარმას“ მიერ იმპორტირებულია მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი 160მგ #14 ტაბ). ასევე აღვნიშნავთ, რომ შპს "ავერსი-ფარმას“ აქვს თურქული წარმოების "დიოვანიც 160მგ #28“, რომლის ტაბლეტების რაოდენობა ორჯერ მეტია ესპანეთიდან იმპორტირებულთან შედარებით, ხოლო სამინისტროს მიერ მითითებულ 31.7 ლართან მიმართებით, "ავერსის" ქსელში ამ მედიკამენტის ღირებულება თითქმის მესამედია და შეადგენს 11.13 ლარს.
ყველა სხვა დანარჩენი მედიკამენტი არის ადგილობრივი მომწოდებლებისგან შესყიდული.
სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან არც ერთზე არ აქვს ჩვენს კომპანიას განცხადებაში მითითებული 1000, 2000 და 3000%-იანი დარიცხვები. შპს "ავერსი-ფარმას“აღნიშნულ მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ფასდაკლების დღეებში არ აღემატება 11.28%, ხოლო სიიდან ერთ მედიკამენტს (ლუთეინა 200მგ, N30) ვყიდით თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ფასნამატების სპეციალურ ცხრილთან ერთად ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press