Foto

პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობა დაითხოვა - საინფორმაციო არხი მაუწყებლობას წყვეტს

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.

როგორც პოლონეთის ეროვნული სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე მაჩეი სვირსკი აღნიშნავს, საზოგადოებრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელების გათავისუფლება არაკანონიერია.