Foto

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტვუამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი საკვები გადასცეს.

"ვაგრძელებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე საველე მომსახურების ძირითადმა აღჭურვილობამ და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტმა მიაღწია. ჩვენ უკრაინის დახმარებას ვაგრძელებთ და ხაზს ვუსვამთ ზამთრის პერიოდში ასეთი დახმარების მნიშვნელობას", - წერს თავდაცვის სამინისტრო.