ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენელი მარკინ პრჟიდაჩი აცხადებს.
როგორც პრჟიდაჩი აღნიშნავს, ქვეყნის ახლმა პრემიერ-მინსიტრმა, დონალდ ტუსკმა იცის, რომ ახალი კანონმდებლობის მიღებას დრო სჭირდება, ამიტომ სურს, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი "ხელში ძალის გამოყენებით ჩაიგდოს".
„ახალი წესრიგი დონალდ ტუსკის მმართველობის პირობებში. ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება წარმატების ყოველგვარი გარანტიის გარეშე. სწორედ ამიტომ მათ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ. მაუწყებლობა უკვე შეწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხმა. ზოგიერთმა დეპუტატმა ამ კაცის შეჩერება სცადა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ბნელი დრო პოლონეთში“, - წერს პრჟიდაჩი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press