Foto

ბორელი - თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპულ პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპულ პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, უახლოეს მომავალში საკითხავი არის ის თუ რას აკეთებს ევროპა "იმისთვის, რომ რუსეთმა ომი ვერ მოიგოს".

"თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს დროში და არ მოვახდინეთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს შესაძლებლობას მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ღაზაში ტრაგედიას, ჩვენი პროექტი მნიშვნელოვან ზიანს მიიღებს", - განაცხადა ბორელმა.