იყო საქართველოში პერიოდი, როცა არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო, იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში პროგრესი მომავალ წელს იქნას მიღწეული, რადგან ეს ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
"იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდები, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში მომავალ წელს, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press