Foto

ბაიდენი - ისრაელ-„ჰამასს“ შორის შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

ამ ეტაპზე ისრაელ-"ჰამასს" შორის შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ ორივე მხარეს უბიძგებს მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ბრძოლის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 20 000-ზე მეტი პალესტინელის გარდაცვალება ტრაგიკულია.

„არანაირი მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას ვდებთ“, - განაცხადა ბაიდენმა.