ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა უზრუნველყოს, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს.
"ნათელია, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადავიდეს - გადავა - უფრო დაბალი ინტენსივობის ფაზაში. ჩვენ ველით, და გვინდა ვიხილოთ, გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც რეალურად არიან ფოკუსირებულნი "ჰამასის" ხელმძღვანელობაზე, გვირაბების ქსელსა და სხვა მიმართულებებზე. როგორც კი ეს მოხდება, თქვენ დაინახავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად შემცირდება", - განაცხადა ბლინკენმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press